9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში კინომცოდნესა და პუბლიცისტ გოგი გვახარიასთან შეხვედრა გაიმართება.
ლექციის თემაა „სიკვიდილი ვენეციაში" - მოთხრობიდან ეკრანიზაციამდე"(თომას მანის მოთხრობის ლუკინო ვისკონტისეული ეკრანიზაცია).
ამ ლექციით მწერალთა სახლი იწყებს ერთ-ერთ ახალ ციკლს, რომელსაც კინოენა და თანამედროვე ტენდენციები ჰქვია.
ლიტერატურის ეკრანიზაციას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღემდე გრძელდება კამათი იმის თაობაზეც, რამდენად აუცილებელია ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებების ეკრანიზაცია და ხომ არ გამოიწვევს ეს წიგნისადმი ინტერესის დაკარგვას.
აღსანიშნავია, რომ გოგი გვახარიას წიგნი „ცრემლიანი სათვალე" წელს ლიტერატურული პრემია „საბას" გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური პროზა".