ბოევიკები დონეცკის აეროპორტის მიდამოებში უკრაინის ანტიტერორისტული ძალების პოზიციების დაცხრილვას განაგრძობენ. სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კვლავაც მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.
"ბოევიკები არ წყვეტენ დონეცკის აეროპორტის იერიშს და ჩვენი სამხედროების პოზიციების დაცხრილვას",_ იუწყება პრესსამსახური.
მათივე ინფორმაციის ამ დილის მდგომარეობით, უკრაინის ანტიტერორისტული ძალების დანაკარგი შეადგენს 1 სამხედროს, 7 დაჭრილია.
"ანტიტერორისრული ძალებისა და სამხედრო დივერსიული ჯგუფის შეტაკების შედეგად, დონეცკის რაიონის დასახლებულ პუნქტ სტაროგნატოვკასთან დაღუპულია ერთი მებრძოლი, დაჭრილია 7",_ იუწყება ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი.