იაპონიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გრძელდება საქართველოს სახელწოდებასთან დაკავშირებული კომენტარები. გაზეთ „იომიური შიმბუნის" პუბლიკაციის შემდეგ ვიდეოსიუჟეტი გადაიცა ტელეკომპანია „ასაჰის" პროგრამა „ეი-ენ-ენ ნიუს"-ითაც:
„საქართველოში 4,3 მილიონი მცხოვრებია, ეს ქვეყანა თურქეთსა და რუსეთს ესაზღვრება. ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთხელ თხოვნასთან დაკავშირებით იაპონიის მთავრობა განიხილავს ქვეყნის დასახელების შეცვლის შესაძლებლობას. დღეს საქართველოს დასახელება იაპონურად წარმოითქმება როგორც „გურუდზია", მაგრამ ეს სახელწოდება აღებულია რუსული ენიდან. საქართველო ითხოვს, რომ მას ინგლისურენოვანი „ჯორჯია" ეწოდოს. ამგვარი თხოვნა განპირობებულია იმით, რომ 2008 წელს საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქვეყანაში ანტირუსული განწყობა გაძლიერდა.
საინტერესოა, რომ ქვეყნის დასახელების ქართულენოვანი სახელწოდებით - „საქართველო"-თი შეცვლა იაპონიის მთავრობისთვის არ უთხოვიათ".
მასალის გამოყენების პირობები