"დონეცკის აერიპორტი რომ დავკარგოთ - ყველაფერს დავკარგავთ",_ აცხადებს უკრანის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი ლოპატა აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი ბოევიკების მიერ დონეცკის აეროპორტზე გახშირებული იერიშების მიზეზზე საუბრისას.
დონეცკის აეროპორტი უკვე მეხუთე თვეა უკრაინელი სამხედროების ხელში იმყოფება, თუმცა ბოევიკებმა მასზე იერიშები აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. ზავის დადების შემდეგ გაააქტიურეს.
"დონეცკის აეროპორტი იყო არის და იქნება სტრატეგიული ობიექტი როგორც უკრაინისათვის ასევე ჩვენი "მეგობრებისათვის". ამიტომაც ამ ობიექტის მიმართ განსაკუთრებული სამხედრო ინტერესია. ნავარაუდევია რიგი სამხედრო ამოცანების ძალიან სწრაფი გადაწყვეტა, განსაკუთრებით კი სამხედრო მოქმედებების ზონაში ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის გადასროლა.
ამიტომაც ჩვენი მოწინააღმდეგე მისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს, იმისათვის რათა დონეცკის ოლქის ამ კარიბჭეს დაეპატრონოს. ჩვენ რომ ის დავკარგოთ - ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს",_ აცხადებს ლოპატა და განმარტავს, რომ დონეცკის აეროპორტისდაკარგვით, უკრაინა დაკარჰგავს შესაძლებლობას წინააღმდგობა გაუწიოს თავსი არაკეთილმოსურნეებს.
"ეს სტრატეგიული ობიექტია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს ტერორისტებს არ სჭირდებათ - ეს რუსეთს სჭირდება. პუტინი სხვისი ნების შემსრულებელია. თქვენ არ იფიქროთ, რომ რუსეთს პუტინი მართავს. რუსეთს მართავს რაღაც უფრო დიდი, ადამიანების ჯგუფი. რუსეთჳ ცდილობს თავის წინაშე დაყენებული ამოცანა შეასრულოს და მთელს უკრაინას დაეუფლოს", _ აცხადებს სამხედრო.
მისივე თქმით, რუსეთს აქვს პირველი და მეორე რიგირ ამოცანები. პირველი ამოცანაა დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმისკენ სახმელეთო გზის გაჭრა.
"ჩვენ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ, მათ შორის დონეცკის აეროპორტი, დებალცევო და მარიუპოლი. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. პუტინს თავისი ამოცანა აქვს - ჩვენ კი ჩვენი", _ აცხადებს ანატოლი ლოპატა.