კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, 2-3 თვეში პანკისის მიმართულებით ვითარების გართულებაა მოსალოდნელი.
"პანკის მიმართულებით უახლოეს ორ-სამ თვეში ვითარება შეიძლება გართულდეს, ყოველ შემთხვევაში რუსეთი ამისთვის იდეოლოგიურ ფონს ამზადებს, რომ საქართველოს მიმართ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება მოხდეს და როგორც ტერორისტების მფარველი სახელმწიფოს დისკრედიტაცია დისკრედიტაცია მოახდინოს", - აღნიშნა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისივე თქმით, თუ რუსეთი მიხვდა, რომ ამ კუთხით მსოფლიო საზოგადოების დამუშავების თვალსაზრისით მიზანს მიაღწია, არ არის გამორიცხული, რომ პანკისში სპეცოპერაცია ჩაატაროს.
"პანკისში ვითარების გართულება თავიდან შეიძლება იმ შემთხვევაში ავიცილოთ, თუ კრემლი მსოფლიო საზოგადოების დარწმუნებას ვერ შეძლებს, რომ თითქოს და საქართველო ტერორისტებს მფარველობს", - განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ჩრდილო კავკასიაში ტერაქტების რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა. შესაბამისად რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩრდილო კავკასიაში ჩატარებული სპეცოპერაციების რიცხვი გაიზარდა, რასაც ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.
აღსანიშნავია, რომ ის ფაქტიც, რომ მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტში რუსი მაღალჩინოსნები "ქართულ კვალს" აქტიურად ეძებენ, ამის გათვალისწინებით, კი ექსპერტების არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი პროვოკაციული განცხადებები კრემლმა შესაძლოა საქართველოში სამხედრო ოპერაციის დასაწყებადაც გამოიყენოს.