პოლიტოლოგი ირაკლი სესიაშვილი სოზარ სუბარს ლევან გაჩეჩილაძისადმი შეთავაზების მედიასაშუალებით გაკეთების გამო აკრიტიკებს.
"მე არ მომწონს მედიისსაშუალებით მიმართვები. მგონი, არც სუბარს, არც ალასანიას და არც გაჩეჩილაძეს უჭირს ის, რომ ერთმანეთთან დასხდნენ, მოილაპარაკონ და რაღაც საკითხი ისე გადაწყვიტონ. სატელევიზიო მიმართვები უფრო იმის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ყველაფერი პიარზეა გათვლილი, ვიდრე მხარეებს რაიმე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა სურთ. ამ მოქმედებებს ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ ამ კანდიდატების უარყოფითი მხარეები დაანახოს საზოგადოებას", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება უშუალოდ სუბარის მზადყოფნას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას თუკი ოპოზიცია ერთიან, თუნდაც გაჩეჩილაძის კანდიდატზე შეთანხმება, სესიაშვილი მას მიესალმება და აცხადებს, რომ "ოპოზიციის მიერ ერთიან კანდიდატზე შეჯერების ნებისმიერი მცდელობა ძალიან კარგია".
"ეს მიანიშნებს იმას, რომ ოპოზიციაში არსებობს სურვილი სახელმწიფოებრივი აზროვნებით მიუდგნენ საკითხს", - განმარტავს სესიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მზადაა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთიან კანდიდატზე, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის ან ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეთანხმდებიან.