ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. 240 მანდატისთვის 18 პარტიისა და 7 კოალიციის 6 ათასი კანდიდატი იბრძვის.
ბულგარეთის კანონმდებლობის მიხევით, პარლამენტში ასარჩევად საარჩევნო სუბიექტმა ხმების 4% უნდა მოაგროვოს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 6 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა 19 საათამდე გაგრძელდება.
წინასწარი კვლევების მიხედვით, ყველაზე მეტი შანსი არჩევნებში გასამარჯვებლად მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიას „ მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის" აქვს.
პარლამენტში სავარაუდოდ, ასევე მოხვდებიანმ კოალიცია „ ბულგარეთის სოციალისტური პარტია - მემარცხენე ბულგარეთი" და მოძრაობა „უფლებებისა და თავისუფლებისთვის".
მასალის გამოყენების პირობები