4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება ფესტივალთან „ CinéDOC-Tbilisi" დაკავშირებით ეროვნულ კინოცენტრში დაგეგმილ პრესკონფერენციას.
CinéDOC-Tbilisi-ი პირველი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალია კავკასიაში, რომლის ფოკუსშია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები.
ფესტივალი თბილისში მეორედ ტარდება. 14-19 ოქტომბერს, 5 დღის მანძილზე მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც ქართული რეალობისთვის აქტუალურ თემებს შეეხება.
CinéDOC-Tbilisi - ფესტივალს კინოთეატრები „ამირანი" და „რუსთაველი" უმასპინძლებს. კინოფესტივალის გახსნა -14 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანის" მთავარ დარბაზში შედგება, დახურვის ცერემონია კი -18 ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები