„უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2014 წლის 5 სექტემბრიდან ათასზე მეტჯერ დაირღვა",_ განცხადება ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ალექსანდრე ტურჩინოვმა დღეს საერთოუკრაინული ეკლესიების საბჭოსა და რელიგიური ორგანიზაციების წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.
მან ასევე მოუთხრო ღვთისმსახურებს თუ როგორნ ანგრევენ ტერორისტები ტაძრებს დონბასში და როგორ კლავენ სასულიერო პირებს.
„სამწუხაროდ, მიუხედავად პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმისა და შეთანხმებისა რუსული აგრესია უკრაინისმიმართ არ წყდება. შეთანხმების მიღწევის შემდეგ ეცეხლის შეწყვეტის რეჟიმი ათასზე მეტჯერ დაირღვა. გრძელდება უკრაინელი სამხედროებისა და უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა",_ განაცხადა ტურჩინოვმა.
მან აღნიშნა, რომ ხშირად არის შემთხვევებიმ როდესაც ტერორისტები ანგრევენ ტაძრებს და სამლოცველო სახლებს და კლავენ სასულიერო პირებს. სპიკერმა ეკლესიებს მადლობა გადაუხადა უკრანის ერთიანობისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.
„ჩვენ ძალია ნ მადლიერნი ვართ თქვენი, უკრაინული ჯარის სულისკვეთები ამაღლების გამო. ჩვენ მადლობელნი ვართ ასევე იმ სოციალური დახმარებისათვის, რომელსაც თქვენ ატარებთ და იმ დახმარებისათვის რომელსაც დაჭრილებს უწევთ",_ განაცხადა ტურჩინოვმა.
მასალის გამოყენების პირობები