საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 3 მარტს ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში 2:1 გამარჯვების შემდეგ ფიფას რეიტინგში 6 ადგილით დაწინაურდა. ეროვნულმა ნაკრებმა, ორწლიანი მოუგებელი სერიის შემდეგ თემურ ქეცბაის სადებიუტო მატჩში გამარჯვებით რეიტინგში ადგილი გაიუმჯობესა და ამჟამად 118-ე პოზიციას იკავებს.
F-ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან საუკეთესო ადგილი ხორვატიის ნაკრებს უჭირავს - სლავენ ბილიჩის შეგირდები მე-10 ადგილზე არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონი საბერძნეთის ნაკრები ჩაანაცვლეს. ოტო რეჰაგელის გუნდი მე-11 საფეხურზეა. ისრაელი 28-ე, ლატვია 46-ე, ხოლო მალტა 158-ე ადგილს იკავებს.
რეიტინგში უცვლელია წამყვანი სამეულის პოზიციები, პირველობას არავის უთმობს დელ ბოსკეს გაწვრთნილი ესპანეთის ნაკრები, მეორე პოზიციაზე ბრაზილიელები არიან, ხოლო მესამეზე ჰოლანდიელები.
აქვე გთავაზობთ საუკეთესო 20 ნაკრების ჩამონათვალს და საქართველოს ნაკრების მეტოქედა პოზიციებს:
1 (1). ესპანეთი - 1602
2 (2). ბრაზილია - 1589
3 (3). ჰოლანდია - 1261
4 (6). პორტუგალია - 1214
5 (4). იტალია - 1183
6 (5). გერმანია - 1157
7 (8). ინგლისი - 1120
8 (7). საფრანგეთი - 1077
9 (9). არგენტინა - 1075
10 (11). ხორვატია - 1051
11 (10). საბერძნეთი - 1032
12 (12). რუსეთი - 1009
13 (14). ჩილე - 974
14 (17). ეგვიპტე - 967
15 (13). სერბეთი - 950
16 (18). აშშ - 948
17 (19). მექსიკა - 921
18 (19). ურუგვაი - 902
19 (23). ავსტრალია - 898
20 (20). კამერუნი - 887
28 (26). ისრაელი - 811
46 (47). ლატვია - 666
118 (124). საქართველო - 232
158 (150). მალტა - 102