რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინისყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, ექს-პრემიერს ნიკოლაი აზაროვსა და ექს-გენერალურ პროკურორს ვიქტრ შპონკას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" თავის გვერზე გაავრცელა.
„ოპერატიული წყაროებით მე გავიგე, რომ რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის მოღალატეებს, ვლადიმერ პუტინის მიერ ცალკე გამოცემული საიდუმლომ ბრძანებით მიენიჭათ. ეს არის მათი ჯილდო ერთგული სამსახურისათვის და უკრაინის უსაფრთხოების, თავდაცვის, მართწესრიგისა და ეკონომიკის დანგრევისათვის",_ წერს გერაშჩენკო.
უკრაინული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნავს, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერი ნიკოლაი აზაროვი და მისი ოჯახი მოსკოვთან ახლოს ელიტურ უბანში ცხოვრობს. ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შვილმა ალექსანდრე იანუკოვიჩმა კი პეტერბურგში თავის საწარმო დაარეგისტრირა, რომელიც უძრავი ქონებითა და კონსალტინგით არის დაკავებული.