დღეს, 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში სპექტაკლის "შეშლილის წერილები" პრემიერა გაიმართება.
ნიკოლაი გოგოლის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ:ზურა ბერიკაშილი, ნიკა კუჭავა, კოკო როინიშვილი,ანა გრიგოლია, რობერტა დესტეფანო, მასიმო სკოლა, ელეონორა ჯოვანარდი, ლეონარდო ლიდი.
სპექტაკლის შესახებ: მეკარემ კარი გააღო და ქალი ჩიტივით გადმოფრთხიალდა ეტლიდან.
როცა პოპრიშჩინი იჯერებს, რომ ესპანეთის ტახტის მემკვიდრეა, მის თავში ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ის თავისუფლებას სიგიჟეში პოულობს. ნეტავ დღეს რას ჩაიფიქრებს ეს კაცი? საინტერესოა როგორ შეძლებს პოპრიშჩინისნაირი ადამიანი გადარჩეს ამ უზარმაზარ სამყაროში,რომელშიც ინფორმაციის, მოვლენების და სიახლეების ასეთი უზღვავი რაოდენობაა . არსებობს კი გზა, რომ პიროვნული თავისუფლება მოიპოვოს? ნუ თუ შევძლებთ დავეთანხმოთ ამ პირობებსა და დაწესებულ საძღვრებს და იმავდროულად ვიფიქროთ რაღაც დიდსა და განსხვავებულზე? ნეტავ თუ არის რამე სხვა გზა? საით მივექანებით ჩვენ ყველანი? არსებობს კიდევ პარალელური თავისუფლება?
სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენები ასევე გაიმართება 4 და 5 ოქტომბერს.