გასული დღეღამის განმავლობაში ბოევიკები კვლავ დონეცკის აეროპორტს უტევდდნენ. ყველა მათი შეტევა ანტიტერორისრული ძალების მიერ წარმატებით იქნა მოგერიებული. ბოეკვიკებმა უკან დანაკარგებით დაიხიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს.
„გასული დღეღამის განმავლობაში რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა ხუთჯერ სცადეს უკრანელი სამხედროების საყრდენ პუნქტებზე იერიშის მიტანა და ორჯერ შეუტიეს დონეცკის აეროპორტს. ყველა შეტევა წარმატებით იქნა მოგერიებული და მოწინააღმდეგემ დანაკარგებით დაიხია უკან",_ ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოპერატიული მონაცემებით, უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ტერორისტთა ბატალიონი „ოპლოტი" უტევდა. ბატალიონის დანაკარგმა დაღუპულთა და დაჭრილთა სახით 40 % შეადგინა. განადგურებულია მათი მძიმე ტექნიკის უმეტესი ნაწილი.
ამავდროულად, რუსეთის ტერორისტულმა ჯარები აგრძელებენ დამრტყმელი ძალის გადასროლას დებალცევოში, ლისიჩანსკსა და სჩასტიეს მიდამოებში. ფიქსირდება რუსი სამხედროების გადაჯგუფებები.