3 ოქტომბერს, 10:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს მოინახულებენ. გრაკლიანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი ძეგლზე მისულ სტუმრებს წლების განმავლობაში აღმოჩენილ მასალებს ადგილზე გააცნობს.
მასალის გამოყენების პირობები