საქართველოს საპატრიარქოს მთავრობამ მიწები დაუბრუნა. ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის სახელმწიფო კანცელარიაში დღეს გაფორმდა.
შეთანხმების მიხედვით, საქართველოს საპატრიარქო თბილისში, ფოთში, ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში მიწის 12 ნაკვეთს მიიღებს, რომელზეც ეკლესიები აშენდება.
"საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით სამართლიანობის აღდგენა და საპატრიარქოსთვის იმ ნაკვეთების დაბრუნება, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის სადისტურმა რეჟიმმა ჩამოართვა ეკლესიას, მნიშვნელოვანია", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია
23 თებერვალს შეიქმნა.