3 ოქტომბერს 19.00 საათზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 11 ქვეყნის ვიდეოარტის ხელოვანების ნამუშევრების ჩვენება გაიმართება. „ხელოვნება თავისუფლებისავის. უკრაინა და საქართველო" - ამ თემის გარშემო ლუქსემბურგში მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანმა ირინა გაბიანმა სხვადასხვა კონტიტენტზე მცხოვრები თერთმეტი კოლეგა შემოიკრიბა.
"უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მსოფლიო ხელოვანთა ჯგუფმა ჩათვალა საჭიროდ განეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით „ხელოვნება თავისუფლებისათვის." , - აღნიშნავენ არტ-აქციის ორგანიზატორები.
როგორც ვიცით, მიმდინარეობს ომი თავისუფალ მსოფლიოსა და კრემლის ტოტალიტარულ რეჟიმს შორის. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ომში იარაღით მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ რისი საშუალებაც გვაქვს ეს არის დავანახოთ მხარდაჭერა, ჩვენი ხელოვნების საშუალებით იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისათვის.
ხელოვნება ჩვენი იარაღია, იმაზე ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე აქამდე რამე შეუქმნიათ ადამიანის გასანადგურებლად. ხელოვნება პიროვნებებს შინაგანი სამყაროს ჩამოყალიბებაში ეხმარება, რაც ჩვენ შემდგომ წარმოდგენებში არის ნაჩვენები."
მონაწილე ხელოვანები:
არნაუდ ბრიჰაი (ბელგია), ვილიამ ესდეილი (ჩრდილო ირლანდია/დიდი ბრიტანეთი), ირინა გაბიანი (საქართველო), ალბერტო გუერეირო (ანგოლა/პორტუგალია), მაიკლ დუგლას ჰოუქი (გერმანია), მარია კორპორალი (ჰოლანდია), ულფ კრისტიანსენი (ნორვეგია), მაშა კულიკოვსკა (უკრაინა), ლუკა ლაზარი (საქართველო), ადამო მაკრი (კანადა), იუვალ აირი (ისრაელი) და ზოჰარ კავაჰარადა (ისრაელი/იაპონია).