ტერორისტება „გრადის" ტიპის დანადგარებიდან დონეცკის საცხოვრებელი კვარტლები დაცხრილეს, რის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გაავრცელა. მისივე თქმით, დაჭრილია 30 ადამიანი.
„ჭურვები სამარშრუტო ტაქსს, სკოლის შენობასა და საზოგადოებრივი ტრასნპორტის გაჩერებას დაეცა. ამის შედეგად დაღუპულია 9 მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილია 30. დაზიანებულია სახლები",_ განაცხადა ლისენკომ.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარის თავმოყრას აგრძელებს. საზღვარზე დაფიქსირებულია ახალი დანაყოფების შემოსვლა, რომელთა განლაგებაც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ხდება.