სამართალდამაცვებმა "თავისუფალი ზონის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი თავისუფალი თაობის" წევრი ზურაბ ბიგვავა დააკავეს.
იგი "თავსიუფალი ზონის" ოფისთან ცოცხებით მივიდა და აცხადებდა, რომ ცოცხი ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სიმბოლოა.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი ზონის" ოფისთან ორი აქცია მიმდინარეობს. აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, მათ შორის არიან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფებული ადამიანები და საზოგდაოებისთვის ცნობილი სახეები.
ისინი ,,თავისუფალი ზონის" გაუქმებას მოითხოვენ.
აქციაზე იმყოფებიან ,,ნაცმოძრაობის" წევრები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალ ზონას" მხარდაჭერას უცხადებნ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.