რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვალერი გეტელეისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ვიქტორ მუჟენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გაკეთა. მათ ბრალად მკვლელობების ორგანიზება, ომის წარმოების აკრძალული მეთიდებისა და საშუალებების გამოყენება და გენოციდი ედებათ.
„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვალერი გეტელეის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ვიქტორ მუჟენკოს, 25-ე ბრიგადის მეთაურის ოლეგ მიკასის, 93-ე ბრიგადის ჯერ ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მიმართ და უკრაინის უმაღლესი სარდლობის უმაღლესი პირების მიმართ.
ისინი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები რუსულენოვანი პირების ჯგუფის განადგურებისათვის ბრძანებებს იძლეოდნენ",_ განაცხადა მარკინმა.