1 ოქტომბერს „ვალეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფსიქოტროპული პრეპარატების ქვეყანაში შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, თურქეთიდან შემომავალი, საქართველოს მოქალაქის, ხ.თ-ს ბარგის საბაჟო დათვალიერებისას, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი, 100 აბი „ქლორდიაზეპოქსიდი" აღმოაჩინეს. აღნიშნული პრეპარატის რეცეპტის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანა, კანონით აკრძალულია.
1 ოქტომბერს ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ქლორდიაზეპოქსიდის" ქვეყანაში შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. კვლავ 100 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი ამჯერადაც საქართველოს მოქალაქე ი-ფ-ს შემოჰქონდა.
გამოვლენილი ფაქტების შესახებ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.