თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა პოეტ მუხრან მაჭავარიანის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულები: „საყმაწვილო კალენდარი -მთიები" და ლექსების კრებული „ახლა კი დროა" (მინიატურული გამოცემა). 3 ოქტომბერს, 17:00-საათზე გაიმართება მათი პრეზენტაცია მწერლის სახლში.
ნაშრომის „საყმაწვილო კალენდარი-მთიები" რედაქტორის, ნანა მაჭავარიანის თქმით, საჭირო იყო საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები - საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყნის სულიერი მამის - ილია II -ის ღვაწლი აღნიშნული ყოფილიყო წინამდებარე კალენდარში, რადგან მუხრან მაჭავარიანის მიერ განვლილი ამქვეყნიური ცხოვრების გზა და მრწამსი, მთლიანად მიმართული იყო საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენისა და მართლმადიდებლობის გადარჩენისაკენ. ამის უტყუარი დასტურია ზოგადად მისი შემოქმედება და ის ნაშრომები, რომელიც მან ქართველთა მომავალ თაობებს დაუტოვა.
ლექსების კრებულს პოეტმა მიუძღვნა საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას, მათ ვინც დღევანდელი დღით ხარობს და იმედის თვალით უმზერს მომავალს.