11 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში გამოფენა „კარლო კაჭარავა და გერმანია" გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდენილი იქნება კარლო კაჭარავს მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებზედაც ის თავის დიდ სიმპათიას გამოხატავს გერმანული ხელოვნებისადმი და ქართულად განავრცობს მას ამ ორი კულტურის საერთო მომავლისათვის.
გამოფენა ეძღვნება გოეთეს ინსტიტუტის 20 წლისთავს. 20 წლის წინ თბილისში გოეთეს ინსტიტუტი დაარსდა. ამავე 1994 წელს, თბილისის საავადმყოფოში ოცდათი წლის ქართველი ხელოვანი და კრიტიკოსი კარლო კაჭარავა გარდაიცვალა ანევრიზმით. ამ ახალგაზრდა ასაკში გარდაცვლილი ხელოვანის შემოქმედებაში დიდი ოსტატობით აისახება ის ქართულ-გერმანული ინტელექტუალური და ადამიანური სინთეზი.
კარლო კაჭარავას ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია გერმანულმა ექსპრესიონისტულმა მხატვრობამ, ისე როგორც 80-იან წლებში ბერლინსა და კიოლნში მოღვაწე ნეოექსპრესიონისტულმა, მეამბოხე ხელოვანებმა. ის ციტირებს იოზეფ ბოისს, იორგ იმენდორფს, აუგუსტ მაკეს, ლუდვიგ კირხნერს, კარლ-ჰორსტ ჰოედიკეს. ის ძმები გრიმების ზღაპრებით და გერმანული რომანტიკით საზრდოობს.
გამოფენა საერთო ქართულ-გერმანული პროექტია, რომელიც „სილქ როუდ/წინანდალთან" ერთად ხორციელდება.
გამოფენა „კარლო კაჭარავა და გერმანია" 12 ოქტომბრიდან 12 დეკემბრამდე წინანდლის მუზეუმში გაიმართება.