სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მარნეულში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კვეზერელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.
მინისტრი მარნეულის რაიონში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძესთან და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულ დავით კირკიტაძესთან ერთად ჩავიდა.
მოსახლეობასთან შეხვედრამდე ისინი მარნულში სარწყავი სისტემების გაწმენდით სამუშაოებს დაათვალიერებენ.