დღეს, 2 ოქტომბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "შემოდგომის თბილისის" ფარგლებში თბილისის სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს.
სოლისტი--კერსტინ ფელცი (ჩელო -გერმანია), დირიჟორი - ვახტანგ კახიძე. პროგრამაშია: სენ-სანსი - სიმფონიური პოემა „ჰერკულესის ახალგაზრდობა"(პიველი შესრულება საქართველოში), სენ-სანსი -კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის, ლალო -კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის, რაველი -„ვალსი" - ქორეოგრაფიული პოემა სიმფონიური ორკესტრისთვის.
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი" 1993 წელს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა.
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი" 18 ოქტომბერს დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები