მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 4 წლის ნინი კვიციანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ბავშვი ამ დრომდე იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება. ექიმების განცხადებით, მას ტვინის შერყევა აღენიშნება. ასევე მოტეხილი აქვს მარჯვენა ხელი.
მოსკოვის გამზირზე მდებარე კორპუსის მე-7 სართულიდან კვიციანი წუხელ გადმოვარდა. ბავშვი სერიოზული ტრავმებისგან სარეცხის თოკებმა იხსნა.
ნინი კვიციანი საავადმყოფოში წუხელვე მოინახულა ისანი-სამგორის გამგებელმა. თემურ გრიგალაშვილმა მას საჩუქრები მიუტანა.