ლუგანსკის ოლქის ქალაქ სტახანოვში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის დანაყოფების გადასროლაა დაფიქსირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" კოორდინატორი დიმიტრი ტიმჩუკი აცრცელებს.
„რუსი მედესანტეები ჯგუფებად გადაადგილდებიან სპეციალური ავტოტრანსპორტით. გასული დღეღამის განმავლობაში ამ რაიონში შეინიშნება სწორედ ასეთი გადაადგილება და რუსული ჩამხშობი სადგურის მოქმედება, რომელმაც მობილური კავშირგაბმულობის ჩახშობა გამოიწვია",_ განაცადა ტიმჩიუკმა.
ამას გარდა, მისივე თქმით, გასული დღეღამის განმავლობაში , ბოევიების მხრიდან უკრაინელი სამხედროების პოზიციების დაცხრილვის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დღეს დილიდან უკრაინელი სამხედროების პოზიციების დაცხრილვა გრძელდება.