3 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლის "ხუთკუნჭულა" პრემიერა გაიმართება.
ზღაპარი-პიესა „ ხუთკუნჭულა" ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზე დაიწერა და ის დოდო ხურცილავას და დიმიტრი ხვთისიაშვილს ეკუთვნით.
საბავშვო ზღაპარი გაჯერებულია მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით, რაც პატარებისთვის სანახაობას უფრო მიმზიდველს ხდის.
სპექტაკლში მონაწილეობენ: დავით ხახიძე, თამარ მამულაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, ნათია კუპატაძე, სოფო ებრალიძე, იაკო ჭილაია, ზურა ავსაჯანიშვილი, ნინო ანდრიაძე, მაია ხორნაული, მამუკა ბოგვერაძე, ნიკა კვანტალიანი, ნიკა ფაიქრიძე, გიორგი ჯიქურიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისურ პრემიერამდე 31 ივლისს „ ხუთკუნჭულა" ჭიათურის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სტუმრობდა. რეგიონალური თეატრის დაარსებიდან 120 წლის საიუბილეო თარიღს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა პრემიერა მიუძღვნა. ამავე სპექტაკლის გატანა იგეგმება ნიუ-იორკში.