დღეიდან, 1-ლი ოქტომბრიდან თავის საქმიანობას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ნორვეგიის ექს-პრემიერი იენს სტოლტენბერგი შეუდგება. სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად ალიანის წევრებმა ერთხმად მარტში აირჩიეს.
მისი წინამორბედი, დანიის ექს-პრემიერი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ნატოს გენმდვნად ყოფნის დროს მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება რუსეთის ქმედებებს უკავშირდება.
„2009 წელს ნატოს გენმდივნის პოსტზე ჩემი პირველი სიტყვის წარმოთქმისას მე ვაცხადებდი, რომ აუცილებელია რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევა. მაგრამ რუსეთის აგრესია უკრაინაში ეს არის ჩვენი ხედვის გამოწვევა თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის წინააღმდეგ ", - ციტირებს რასმუსენს Independent.
ანალიტიკისები მიიჩნევენ, რომ ახალი გენერალური მდივნისთვის მთავრი იქნება უელსის სამიტზე დასახული ამოცანების შესრულება.
ბი-ბი-სისთან საუბარში თავდაცვის კვლევების ინსტიტუტის გაერთიანებული საერთაშორისო სამეფო პროგრამის ხელმძღვანელი ჯონათან ეიალი აცხადებს, რომ სტოლტენგერგის მთავარი ამოცანა იქნება ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც რუსეთს დაანახებს ალიანის სწრაფვას დაიცვას თავისი წევრები ნებისმიერი აგერსიის დროს.
„ახალ გენერალურ მდივანს მოუწევს იმის მიღწევა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა ჩაატრონ სამხედრო რეფორმა და გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ბიუჯეტი. მაგრამ მისთვის მთავარი გამოწვევაა ალიანსში ერთიანობის შენარჩუნება, როდესაც დაძაბულობა ასე იზრდება, მით უფრო რომ ამის გააზრება ახლო წარსულში წარმოუდგენელიც იყო", - განაცხდა ჯონათან ეიალმა.