დღეს, 1-ელ აპრილს, 13:00 საათზე, ამერიკის მეგობართა კლუბი აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის საქველმოქმედო აქციას მოაწყობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ამერიკის მეგობართა კლუბიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, 2008 წლის ომის დროს დაღუპული მეომრის შვილებს თბილისის ზოოპარკში უმასპინძლებენ და სააღდგომო საჩუქრებს გადასცემენ.