ტერორისტები ლუგანსკის ქალაქ პოპასნაიას „გრადებით" ინტენსიურად ცხრილავენ. არის მსხვერპლი, რომლის რაოდენობაც ჯერ უცნობია, არიან ასევე დაჭრილები. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის საქალაქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამშაბათს, 30 სექტემბრის დილიდან ლუგანსკელმა ტერორისტებმა ქალაქ პოპასნაიას ზალპური სისტემის ცეცლის „გრადის" ტიპის დანადგარებიდან ინტენსიური დაცხრილვა დაიწყეს. ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური იწვია, არის მსხვერპლი და არიან დაჭრილები",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.