დღეს, 1-ელ აპრილს, 11:00-იდან 16:00-საათამდე ქვესადგურ "კოჯორში" პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება სოფლების: კიკეთის, ბეთანიის, დიდებისა და კოჯრის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.