აფხაზი სეპარატისტები დღეს „დამოუკიდებლობისა და გამარჯვების 21-ე წლისთავს ზეიმობენ". ამ თარიღთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს რაულ ხაჯიმბას მილოცვა გაუგზავნა.
„მთელი გულით გილოცავთ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. ეს ზეიმი არის მამაცობის, მგდრადობისა და თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების უფლების განსახიერება.
რუსულ აფხაზური ურთიერთობები, რომლებიც მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ეყრდნობა პოზიტიურ ჭრილში ვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ერთობლივი ძალისმევით, ჩვენ თანამშრომლობის მთელი კომპლექსის განვითარებას შევძლებთ",_ ნათქვამია პუტინის მიერ აფხაზ სეპარატისტებისათვის გამოგზავნილ მილოცვაში.