ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება მღვდელი თორნიკე თოდიძის წიგნის - „ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანში" ( ანუ რატომაა მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრება) წარდგინება. წიგნი თარგმნა და შეადგინა მამა თორნიკე თოდიძემ. მამა თორნიკე წყნეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია.
წმინდა მამათა შრომების კრებული დაიბეჭდა მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზის (იორამაშვილი) ლოცვა-კურთხევით. დასწრება თავისუფალია.