დღეს, 30 სექტემბერს, კინოთეატრ „ამირანში" მე-10 საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალი „სესილი" ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალს გახსნის ამერიკის კინო აკადემიის 2012 წლის სტუდენტური ოსკარის მფლობელი ფილმი „მესაფლავის საქანელა" (რეჟ: ელმარ იმანოვი).
1,2,3,4,5 ოქტომბერს კინოთეატრ„ამირანში" გაიმართება, საკონკურსო ფილმების ჩვენება 12:00 -14:00 საათებში, ხოლო ჩვენებების მეორე ნაწილს 15:00 -17:00 საათებში უკვე კინოს სახლი უმასპინძლებს.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება მასტერკლასები: „კინოკრიტიკის მნიშვნელობა და როლი კინოს განვითარებაში" - მაია მამალაძე - კინოკრიტიკოსი (მოსკოვი); „ფოტოდან კინემატოგრაფიამდე" - გურამ წიბახაშვილი, იურა მეჩითოვი. ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის დააჯილდოვებენ: გოგი დოლიძეს (კინომცოდნე),ნანა მჭედლიძეს (რეჟისორი), ხათუნა იოსელიანს (მსახიობი).
მე-10 საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალი „სესილი" თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.
ფესტივალი 6 ოქტომბერს დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები