თბილისში, კიკვიძის ბაღთან ავარიის შედეგად ორსული ქალი დაიღუპა. იგი გზაზე გადადიოდა რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა და დაშავებული ადგილზევე დაიღუპა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო წესების დარღვევის შედეგად სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.