აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში 2-დან 5 აპრილის ჩათვლით უქმე გამოცხადდა.
ქვეყანაში წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, კვირა _ აღდგომა და ე. წ. მიცვალებულთა დღე ანუ ბრწყინვალე შვიდეულის პირველი დღე - ორშაბათი დასვენების დღეებადაა გამოცხადებული.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კი დღესასწაულთან დაკავშირებით 4 და 5 აპრილს დედაქალაქის მერია მოქალაქეების საფლავებზე გასასვლელად, ტრადიციულად, უფასო ტრანსპორტს გამოყოფს.
მათი ინფორმაციით, სასაფლაოებზე მისასვლელად მარშრუტები განისაზღვრება, რომლითაც თბილისის მცხოვრებლებს შეეძლებათ სარგებლობა.
ამ დროისთვის მარშრუტები და ავტობუსების მოძრაობის განრიგი დგინდება, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.