დონეცკის აეროპორტის იერიშის დროს დაღუპულია 79-ე აერომობილური ბრიგადის 7 სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ანტიტერორისტულ ზონაში მყოფ პრეზიდენტის მრჩეველზე იური ბირიუკოვზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათავსა.
„79-ტე: 7 დაღუპული და 9 დაჭრილია დონეცკის აეროპორტში. ტანკიდან ნასროლი პირდაპირ ჯავშანმაქანას მოხვდა. დაჭრილები ევაკუირებულნი არიან. სეპარატისტების ტანკები დაწვეს",_ წერს ბირიუკოვი.
შეგახსენებთ, რომ დონეცკში აეროპორტის მიდამოებში ბრძოლა დილიდან მიმდინარეობს. ცეცხლი მძიმე ტექნიკიდან იხსნება. ცეცხლის ინტენსივობა წუთში ერთ საარტილერიო გასროლას უტოლდება. საღამოს ქალაქზე „გრადები" „მუშაობდდნენ".
ქალაქში „უკიდურესად დაძაბული" სიტუაციაა.