ლატვიაში დღეს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნა „Silver Arrow 2014" იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ეს სახმელეთო ძალების უმსხვილესი წვრთნა იქნება.
მასში მონაწილეობას მიიღებენ ლატვიის, ესტონეთის, ნორვეგიის, აშშ-ს დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები. მთლიანობაში მათი რაოდენობა 2 100 სამხედროს შედგენს.
სწავლება დღეს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდება, თუმცა მისი აქტიური ფაზა 3-5 ოქრომბერსაა დაგეგმილი.