ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ევროპის სასამართლოდან სკანდალურ გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც ხატიაშილმა გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება.
"სანამ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა ხელისუფლების სათავეში, მანამდე მქონდა მიწერილი, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა წაართვა ადამიანებს მიწის ნაკვეთი, სადაც მას უნდოდა აკვაპარკისა და `ქართუ ბანკის~ ოფისის მშენებლობა. ფაქტობრივად, ჩემი საჩივრის შემდეგ დამუხრუჭდა ეს მშენებლობები. საქმე ევროპულმა სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია. ვსაუბრობ საქმეზე _ `ბადრი და ქეთი მელაძე საქართველოს წინააღმდეგ~. ვაკეში ცოლ-ქმარი ერთ დღეს გასვენებაში წავიდნენ და მათ სახლს ტრაქტორი მიაყენეს და დაანგრიეს, რადგან იქ ბიძინა აკვაპარკის აშენებას აპირებდა, მაგრამ ვერ ააშენა. ხელისუფლებას ის უნდა დაეჯარიმებინა ამის გამო, რადგან მას უნდა ჩაედო 150 მილიონის ინვესტიცია და აღარ გააკეთა. იმ დროს ერთად იყვნენ სააკაშვილის მთავრობა და ბიძინა და ახლა რომ აცხადებს, მიშას გავემიჯნე 2008 წელსო, ამ საქმით დგინდება, რომ ამაშიც ტყუის. როცა ეს გადაწყვეტილება გამოვა, მთელი საქართველო გაიგებს, ეს კაცი სინამდვილეში ვინც არის", - განაცხადა გაზეთთან ინტერვიუში ხატიაშვილმა.