ხარკოვში, თავისუფლების მოედანზე მდგარი ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მოედანზე ძეგლის ჩამოგდების დროს დაახლოებით სამი ათასი ხარკოველი შეიკრიბა. ისინი ამ ფაქტს სიხარულის ყიჟინით შეხვდდნენ.
ჩამოგდებამდე ნახევარი საათით ადრე, ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერს ძეგლის დემონტაჟის ბრძანებას. მისივე თქმით, სიტუაცია, როდესაც აქტივისტებს ოფიციალური ტანხმობის გარეშე ძეგლის ჩამოგდება უნდოდათ კანონგარეშე იყო.
თავის მხრივ ძეგლის ჩამოგდებას უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" თავის გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა: „გუბერნატორის ბრძანების გამოსვლის შემდეგ გავეცი ბრძანება ძეგლის დაზიანებასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. მილიციას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის უსაფრთხოების დაცვა ევალება და არა კერპის",_ დაწერა ავაკოვმა.