ხვალ, 1-ელ აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ღვაწლმოსილ პროფესორებს დააჯილდოვებს.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევა და გაწეული ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობისათვის, ღვაწლმოსილ პროფესორს ჯილდოებს გადასცემს.