პანკისის ხეობის სოფელ დუისში ძმამ საკუთარი და ცივი იარაღით დაჭრა. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, 33 წლის რუსუდან ხანგოშვილს 7 ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.
დაზარალებულს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა. თუმცა ჯანმრთელობის სიმძიმის გამო იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბრალდებული, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები აქვს პოლიციამ უკვე დააკავა.