დღეს, 29 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას სკაიპით დაკითხვა იგეგმება. ბრალდების მხარე ასევე ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილის დაკითხვას გეგმავს
.ახალიას სკაიპით დაკითვა 19 სექტემბერსაც იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა ტექნიკურად ვერ მოვერხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის საკიპით დაკითხვა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. მისი საქმე მთავარი საქმიდან გამოყოფილია და ცალკე წარმოებად უნდა გაგრძელდეს.