უკრაინის ანტიტერორისტულმა ძალებმა დებალცევოსთან რუსეთის საზღვაო ქვეითთა ბრიგადა გაანადგურეს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მე-11 ბატალიონის მებრძოლებმა გაავრცელეს.
„მოწინააღმდეგე ჩვენი პოზიციის მიმართ ცეცხლს არ წყვეტს. მართალია ცეცხლი იმ ინტენსივობისა და სიძლიერის არ არის რაც ადრე, ახლა შედარებით უფრო სიმშიდეა. ჩვენ იძულებულნი ვართ საპასუხო ცეცხლი გავხსნათ და ამას ვათანხმებთ კიდეც სამ მხარესთან. მდუმარედ როგორ მივიღოთ დარტყმები, ეს ხომ ადამიანების სიცოცხლეებია, ამიტომაც იძულებულნი ვართ ვუპასუხოთ",_ აცხადებს ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ხელმძღვანელი ანდრეი ბოიკო.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, აქტიურობენ ბოევიკები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. ისინი ცდილობენ შეისწავლონ უკრაინული საგუშაგოების წყობა, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ხასიათი და რაოდენობა.
„მუშაობას სნაიპერებიც აგრძელებენ, მათი მზვერავები ცდილობენ მოგვიახლოვდდნენ. მუშაობენ დივერსიული ჯგუფებიც. ისინი რამდენიმე არიან და ეს ზუსტად ვიცით. ერთ ერთი მათგანის იდენტიფიკაციაც მოვახდინეთ",_ აცხადებს თავის მხრივ ერთ ერთი სადაზვერვო ბატალიონის ხელმძღვანელი.
ამასთან ერჱდა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოევიჯებმა დებალცევოსთვის ალყის შემორტყმა ვერ მოახერხეს. ყველა მათი იერიში მოგერიებულ იქნა. მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა.
მე 11 ბატალიონის მებრძოლების მიერ ასევე განადგურებულ იქნა რუსეთის საზღვაო ქვეითთა ელიტური დანაყოფი.