ნატოს წესდების მე-5 მუხლის მიხედვით მოკავშირეებზე თავდასხმის შემთხვევაში მათ დაცვას ითვალისწინებს. შესაბამისი განცხადება ობამამ CBS-ის ეთერში, გადაცემა „60 წუთში" გააკეთა.
„ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რათა მოკავშირეებისთვის, მაგალითად ესტონეთისთვის, სადაც ვიმყოფებოდი ნატოს სამიტის დაწყებამდე, მიგვეცა გარანტიები, მათი საზღვრების დაცვის უზრუნველსაყოფად, რომ ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მე-5 მუხლი ნიშნავს სწორედ იმას, რაც მასში წერია. თუ ნატოს წევრ ქვეყანას ექნება პრობლემა, ჩვენ მას ვეხმარებით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება სამხედრო კონფრონტაცია", - განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ „რუსეთისთვის ეს გასაგებია".
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო ნორმებს, მაგრამ რუსეთს ჯერაც აქვს შესაძლებელობა წავიდეს სწორი მიმართულებით.
ობამა მიიჩნევს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის, უკრაინის კრიზისის გამო, სამხედრო კონფრონტაცია არ იქნება.
„არა, არ ვფიქრობ, რომ იქნება სამხედრო კონფრონტაცია ნატოსა და რუსეთს შორის", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.