აშშ-მა არასაკმარისად შეაფასა „ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების მხრიდან მომავალი საფრთხე. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „60 წუთისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სირია ისლამისტების ცენტრად იქცა, რომლებმაც ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის შედეგად არსებული ქაოსით ისარგებლეს.
ობამამ აღინშა, რომ ამ პრობლემის ნაწილობრივი გადაწყვეტა სამხედრო გზით გახდება საჭირო, თუმცა დასძინა, რომ აუცილებელია პოლიტიკური დარეგულირების გზების ძებნაც.
„ერაყში მოქმედება „ალ-ქაიდა", მაგრამ ჩვენმა სასაზღვრო ქვეითებმა ის გაანადგურეს სუნიტური თემების დახმარებით. ისინი იატაკქვეშეთში წავიდნენ. მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ისარგებლეს სირიაში სამოქალაქო ომის შედეგად შექმნილი ქაოსით, სადაც უდიდეს ტერიტორიებზე ხელისუფლება არც არის, აღადგინეს საკუთარი ძალები და შეძლეს უცხოელი მოხალისეების მოზიდვაც, რომელბსაც სწამთ ჯიჰადი და ჩადიან სირიაში ევროპიდან აშშ-დან, ავსტრალიიდან და ისლამური სამყაროდან", - განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები