დღეს, 29 სექტემბერს, 11:00 საათზე კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც 11-18 ოქტომბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში გაიმართება.
პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა, 2014 წელს დაარსებიდან - 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება. ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად, თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს უმასპინძლებს.
მასალის გამოყენების პირობები