მაშველებმა ვულკან ონტაკეს ამოფრქვევის შედეგად დაკარგული 30 ალპინისტის ცხედარი იპოვეს. ისინი მთაზე, მწვერვალის შორიახლოს აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახევ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ ალპინისტების გული არ მუშაობს და მათი სუნთქვა შეწვეტილია, თუმცა იაპონიაში გარდაცვალების ოფიციალური ცნობა გაიცემა მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ.
ონტაკეს მთაზე მიუხედავად ვულკანის ამოფრქვევისა სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ვულკანის ახლოს მყოფი 250 ადამიანიდან უმეტესობა ევაკუირებულია.
ვულკანის აქტიურობა, რომელიც ტოკიოდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს გუშინ შუადღეზე შენიშნეს.
ტოკოიში მყოფი „ბი-ბი-სის" კორესპონდენტი იუწყება, რომ გაუგებარია რატომ არ გააკეთა იაპონიის მთავრობამ გაფრთხილება ვულკანის ამოფრქვევის შესახებ. იაპონიაში ვულკანების სულ მცირე აქტიურობის გამოვლენის დროსაც კი, რასაც გამუდმებით აკვირდებიან სპეციალისტები საფრთხის შემცველ ადგილებში მისვლა იკრძალება. თუმცა ამჯერად ეს ასე არ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები