უკრაინის ანტიტერორისტული ძალების პოზიციები გასული დღეღამის განმავლობაში 72 ჯერ დაიცხრილა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო პოლიტიკური ანალიზის კვ;ლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს.
"დღსღამის განმავლობაში დაფიქსირებულია დაცხრილვის 72 ფაქტი. ცეცხლი ძირითადად ნაღმმტყორცნებიდან იხსნება. მუშაობს არტილერიაც",_ წერს ტიმჩუკი.
მისივე მონაცემებით, ყველაზე რთული სიტუაცია ნარჩუნდება დასახლებულ პუნქტებში: დონეცკი, მარინკა, ტრუდოვსკოე, კრასნოგოროვკა, პესკი, ჩერპუხინო, პოპასნაია, დებალცევო, მიკიშინო, მაროორლოვკა, გრანიტნოე, სჩასტიე, სმელოე, სტანიცა ლუგანსკაია, მარიუპოლი.
ამას გარდა, მარიუპოლის რაიონში ასევე შეიმჩნევა რუსული-ტეროროისტული ჯარების დაზვერვითი მოქმედებები.