"როსკომნადზორმა" Gmail-ს, Facebook-სა და Twitter შეტყობინება გაუგზავნა, რომ ისინი რუსეთში უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც ინფორმაციის გამავრცელებლები.
სერვერებმა "ВКонтакте", "Яндекс" და Mail.Ru - ეს უკვე გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1-ელი აპრილიდან რუსეთში "ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა.
ახალი ნორმების მიხედვით, ახალი საიტი ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს "როსკომნადზორში" და 6 თვის განმავლობაში, ნებისმერი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს შენახული. საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებულ, ან შემოსულ, ან გასულ ინფორმაციაზე.
თუ კი კომპანია აღნიშნულ წესს არ დაემორჩილება, მაშინ მასზე ადმინისტრაციული სანქციები დაწესდება.
მასალის გამოყენების პირობები